|
2009 წლის 1 მაისს, 15 საათზე, თსუ რუსეთის ისტორიისა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის შემსწავლელი ცენტრის ინიციატივით ჩატარდება საჯარო ლექცია თემაზე "დღევანდელი რუსეთის საგარეო პოლიტიკა და საქართველო". ლექციას წაიკითხავს არასამთავრობო ორგანიზაციის „რუსეთის კვლევების საქართველოს ინსტიტუტი“ ხელმძღვანელი ნიკა ვაშაკიძე. სამუშაო ენა – ქართული. დასწრება თავისუფალია. ლექცია ჩატარდება: თსუ II კორპუსი, ი. ჭავჭავაძის გამზირი N3, 47-ე აუდიტორია. |