2009 წლის 24 თებერვალს, საბჭოთა არმიის მიერ 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს ოკუპაციის ფაქტთან დაკავშირებით, საგარეჯოს №2 საჯარო სკოლაში ჩატარდა ლექცია-სემინარი. ლექციას ესწრებოდნენ საგარეჯოს №2 საჯარო სკოლის, სოფ. ლამბალოს აზერბაიჯანული საჯარო სკოლის, სოფ. გიორგიწმინდის პედაგოგები და მოსწავლეები. თსუ ასოცირებულმა პროფესორმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა ვახტანგ გურულმა წაიკითხა ლექცია თემაზე ”რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა 1918-1921წლებში.” სემინარში მონაწილეობა მიიღეს რუსეთის ისტორიისა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ცენტრის პროფესორმა დალი კანდელაკმა, სამეცნიერო წრის  წევრებმა, საჯარო სკოლების ისტორიისა და ქართული ენის  პედაგოგებმა.
 
    2008 წლის 17 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რუსეთის ისტორიისა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების შემსწავლელი ცენტრის ინიციატივით ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე “ჰაინრიხ თეოდორ ველეს მოგზაურობა საქართველოში”. ჰაინრიხ თეოდორ ველე – ახალგაზრდა გერმანელი მხატვარი, რომელმაც საქართველოში 1802-1803 წლებში იმოგზაურა. იგი რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მიერ დაგეგმილ სამეცნიერო ექსპედიციაში მონაწილეობდა, რომელსაც გრაფი აპოლოს აპოლოსის ძე მუსინ-პუშკინი ხელმძღვანელობდა. უნივერსიტეტის I კორპუსის ფოიეში გამოიფინა ჰაინრიხ თეოდორ ველეს ნახატების რეპროდუქციები საქართველოს პეიზაჟებით. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ქართველმა და გერმანელმა მეცნიერებმა. კონფერენციის მსვლელობისას მუშაობდა ისტორიის, ფილოლოგიისა და ხელოვნებათმცოდნეობის სექციები
რეპროდუქციები / პროგრამა / თეზისები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

   
საავტორო უფლებები დაცულია © ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2008 წელი
საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი